Saturday, October 14, 2017
Saturday, October 7, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.გავითვალისწინებ ტრენერის კორექტულ შენიშვნებს.ვისწავლეთ იუთუბიდან ჩვენს ბლოგზე ვიდეოების განთავსება.ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე
Friday, October 6, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები.ვისწავლეთ სლაიდების შექმნა.გრაფიკულად ინფორმაციის ჩვენება.დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.დავალებად მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია გვაქვს მოსამზადებელი.მადლობა ქ -ნ ლალის რომ ძალისხმევას არ იშურებს თითოეული ჩვენთაგანისთვის
Sunday, September 24, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
თანდათან გვირთულდება დავალებები და ვცდილობთ ნაბიჯ- ნაბიჯ მივყვეთ ტრენერის მითითებებს.დღეს ინტერნეტ კავშირი სუსტი იყო და გაგვიხანგრძლივდა დავალების შესრულება,მაგრამ ტრენერი ინდივიდუალურად დაგვეხმარა და თავი გავართვით.გავეცანით საავტორო უფლებებს,თუ ოგორ მოვიძიოთ სანდო წყაროები და ჩავსვათ ლინქები შაბლონში.
Wednesday, September 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიმეორეთ ნასწავლი საკითხები და განვიხილეთ დავალებები.ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შერჩევა,დიზაინი,გვერდების დამატება.განვიხილეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და მისი კრიტერიუმები და მოგვცა მითითება თუ როგორ შევავსოთ პროექტის შაბლონი. მადლობა ქ-ნ ლალის აქტიური თანამშრომლობისთვის.
Tuesday, September 12, 2017
ზოგადი შეკითხვა:
იცით როგორ იკვებება დღევანდელი ახალგაზრდობა?
რამდენად ჯანსაღად იკვებება დღევანდელი ახალგაზრდობა?
თემატური შეკითხვა:
რომელ ჯანსაღ და არაჯანსაღ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს პროდუქტი?
რომელი პროდუქტები მიგაჩნიათ სასარგებლოდ და მავნედ და რატომ?
შინაარსობრივი შეკითხვა:
პროდუქტების და საკვების ამსახველ რომელ თვლად და უთვლად არსებით სახელებს დაასახელებდით?
რომელი მოდალური ზმნები გამოიყენება რჩევების,აკრძალვების გამოსახატავად,რეკომენდაციის მისაცემად?
რომელ ქიმიურ დანამატებს შეიცავს პროდუქტი რომ არ გაფუჭდეს?

Friday, September 8, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.გავიმეორეთ განვლილი მასალა.ჩამოვაყალიბეთ პროექტის განსახორციელებელი მიზნები და გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,რომლებსაც გამოვიყენებთ შემდეგი ეტაპისთვის.
პროექტის მიზნები
*მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისურ და ქართულ ენებზე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკების შესახებ,დაადგენენ რა სასარგებლო და მავნე ნივთიერებებებს შეიძლება შეიცავდეს.
*.მოსწავლეები აწარმოვებენ გამოკითხვას როგორ იკვებებიან დღევანდელი ახალგაზრდობა ,როგორ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას. გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეადგენენ დიაგრამას და გამოიტანენ დასკვნებს რამდენად ჯანსაღად და არაჯანსაღად იკვებება ახალგაზრდობა.
*მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისურ და ქართულ ენებზე რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი საკვების მიღებას და გამოიტანენ დასკვნებს.
*მოიძიებენ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე სასარგებლო მცენარეების და ბოსტნეულის ე.წ. ,, superfood" ს შესახებ, მათ დადებით და გამაჯანსაღებელ ეფექტს გააცნობენ კლასს და შექმნიან სასარგებლო რჩევების ალბომს ვიზუალური მასალით.
ესგ
სტანდარტი
უცხ.ს .IV.6.მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს
სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.
უცხ.ს.IV.13.მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა,რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
უცხ.ს.IV.27.მოსწაცლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის
შედგენა,რომელშიცავლენს თვითგამოხატვის უნარს.
უცხ.ს.IV.28.მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება
მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.IV.29.მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,მასწავლებელთან,მეწყვილესთან
შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.ს.IV.16.მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
Sunday, September 3, 2017
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან დატვირთული დღე ქვქონდა ,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,გუგლ დრაივში მუშაობა.შევქმენით ფაილები,რომელშიც განვათავსეთ საჭირო მასალა.მადლობა ტრენერს აქტიური თანამშრომლობისთვის.
ჩემი პროექტის იდეა
საკვები, რომლითაც დღევანდელი ახალგაზრდობა იკვებება.
რას შეიცავს საკვები და სასმელი,რასაც მიირთმევს ახალგაზრდობა? რა რაოდენობით ჯანსაღ და არაჯანსაღ ნივთიერებებს, ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.
მოსწავლეები აწარმოვებენ გამოკითხვას თუ როგორ იკვებება დღევანდელი ახალგაზრდობა. მოიძიებენ ინგლისურ ენაზე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციას და ვიზუალურ მასალას.იმსჯელებენ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე არაჯანსაღი პროდუქტის მიღება.რეკომენდაციას გაუწევენ ახალგაზრდებს იკვებონ ჯანსაღად და შესთავაზებენ სასარგებლო მცენარეებს,ბოსტნეულს და ა.შ. რომელიც მიჩნეულია სამკურნალო საკვებად (superfood).
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ლექსიკას ინგლისურ ენაში და გაიმდიდდრებენ ცოდნას,იმსჯელებენ,გამოიტანენ დასკვნებს,წარმოადგენენ ვიზუალურ მასალას ინგლისური ინფორმაციით და რეკომენდაციებით.

Subscribe to:
Posts (Atom)